Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კიდევ ერთი წარმატება

მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტი ,,საქართველოს შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების ფუნქციონირებისა და საფუძვლიანი სწავლების უნარების სტატისტიკური გამოკვლევა“. კვლევა განახორციელა მკვლევართა ჯგუფმა შემდეგი შემადგენლობით: გიორგი მიქელაძე, მარინა მუჩიაშვილი, მარიამ ოქრუაშვილი, ანა ვარამაშვილი და ნესტან ფანცულაია. შერჩევითი გამოკვლეევის ჩასატარებლად და მონაცემთა შესაგროვებლად შემუშავდა სპეციალური კითხვარები, რომელიც კითხვების ფართო სპექტრს მოიცავდა. კვლევამ მოიცვა საქართველოს ყველა რეგიონი, რითაც უზრუნველყოფილი იყო მონაცემთა რეპრეზენტატულობა.
პროექტის მიზანი იყო საქართველოს შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების ფუნქციური მდგომარეობისა და საფუძვლიანი სწავლების უნარების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება ქვეყნის მასშტაბით. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2 047 შინამეურნეობა და მათში მცხოვრები 7–14 წლის 1 780 ბავშვი. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაანგარიშდა მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორები, მათ შორის მიზანი №4 – ხარისხიანი განათლება (SDG მაჩვენებელი 4.1.1 - კითხვისა და მათემატიკის მინიმალური უნარები; SDG მაჩვენებელი 4.2.2 - ორგანიზებულ სწავლებაში ჩართულობის დონე; SDG მაჩვენებელი 4.5.1 - თანასწორობის ინდექსი.) და მიზანი №16 – მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები (SDG მაჩვენებელი 16.2.1B - ძალადობრივი აღზრდა). კვლევის შედეგად მიღებულ იქნა შემდეგი მნიშვნელოვანი მეცნიერული სიახლეები: საცხოვრებლის სიმჭიდროვის დონის განსაზღვრა, რომელიც საქართველოს მაგალითზე პირველად გაანგარიშდა და საფუძვლიანი კითხვითი და მათემატიკური უნარების დონის შეფასება. გარდა ამისა, კვლევის შედეგებს დიდი გამოყენებითი მნიშვნელობა აქვს როგორც სასწავლო, ისე პრაქტიკული მიმართულებით.

იხილეთ კვლევის შედეგები:
 

თარიღი: 23/02/2026